"ვინ მოგიწვია, რომ მოხვედი", "ჟურნალისტები რომ არსებობდნენ ამ ქვეყანაში, ამდენი უდანაშაულო ადამიანი არ იქნებოდა ციხეებში", _ ეს რეპლიკები მე მეკუთვნოდა. ერთ-ერთი განსასჯელის ოჯახის წევრი, უფრო ზუსტად, პატიმრის ნათესავი, მანდატურებს სთხოვდა, რომ მე სასამართლო პროცესის გასაშუქებლად დარბაზში არ შევეშვი. საუბარია "ენვერის გმირებზე".
პირველად ვიგრძენი აგრესია მოქალაქეებისგან. ვუსმენდი, როგორ გაჰკიოდნენ სასამართლო დარბაზის ჰოლში, რომ იქაურობა დამეტოვებინა. ზოგიერთიც კატეგორიულად ითხოვდა ჩემს დარჩენას~, _ "გააშუქეთ, გთხოვთ". როცა ხმის ამოღება ვცადე, მივხდი, რომ მათ კიდევ უფრო ვაღიზიანებდი. ამიტომ დავდუმდი.
სულ 9 პატიმრის საქმეზე მოსამართლე გიორგი ქაშაკიშვილს განაჩენი უნდა გამოეცხადებინა. ამ სასამართლო პროცესზე პირველად შეგვეძლო დასწრება ჟურნალისტებსა და განსასჯელების ოჯახის წევრებს. საქმეს გრიფი _ "საიდუმლო" ადევს და ამის გამო პროცესი დახურული იყო, განაჩენის გამოცხადებამდე.
9 თვის წინ ბიზნესმენები _რუსლან გალოგრე, არმენ გეორქიანი და რუბენ შიკოიანი დააპატიმრეს. მათთან ერთად დააკავეს გელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე, დათო მესხიძე და ტარიელ აბაშიძე _ ოთხივე 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა. ოთხივე პილოტი "მამაცობისთვის" პრეზიდენტმა სააკაშვილმა დააჯილდოვა კიდეც... მათთან ერთად არიან ედუარდ აბდულაევი და იური სკლინიკოვი.
"ენვერის გმირები", შსს გამომძიებლებთან ერთად, დამნაშავედ მაშინ ცნეს ნაციონალური ტელევიზიების ჟურნალისტებმა, როცა სიუჟეტებში ამბობდნენ, რომ "დაკავებულები თანამშრომლობდნენ უცხოეთის სპეცსამსახურებთან"... ჩემს კოლეგებთან დღემდე მაქვს კითხვები, რატომ არ ინტერესდებიან ამ საქმის სასამართლო გამოძიებით, რატომ ერთხელ მაინც არ გააშუქეს ადვოკატების პოზიცია, რატომ არ ჩაწერეს დაკავების პროცესის თვითმხილველები?
ამ საქმის სასამართლო გამოძიებით ან განაჩენით არ დაინტერესებულა ის მედია, რომელმაც ექსკლუზიურად მოიპოვა დაკავების კადრები. უფრო მეტიც, მაშინ როცა ეჭვმიტანილებს აკავებდნენ, იქვე იდგა და სტენდაფს წერდა...
აი, ამიტომ გავუგე პატიმრების ნათესავებს, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილნი. ძნელია, ყველას დააჯერო, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი ასრულებს ხელისუფალის დაკვეთას, ზოგიერთი ცდილობს, იყოს ობიექტური, ზოგიერთი ჟურნალისტი საჯარო მოხელეა, ზოგიერთმა არ იცის, ვინ უხდის ხელფასს. საბოლოო ჯამში კი ყველას ერთად გვქვია ჟურნალისტები.
და პასუხისმგებლობასაც ყველა ერთნაირად ვინაწილებთ.
სასამართლომ გელა კაკაბაძეს 13 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გალოგრეს და სკლირნიკოვს 14-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დანაჩენ 6 ადამიანს ჯაშუშობის ბრალდებით 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში?
სასამართლო დარბაზში მანდატურების დახმარებით შევედი. მათვე გადაწყვიტეს, რომ თითო პატიმრის 5-5 ნათესავი შეეშვათ სხდომაზე, განაჩენი ცხადდებოდა. პროცესზე შესვლა უნდოდა დედას, მამას, ცოლს, დას... ყველა ვერ შევიდა... ბათუმის საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდი დარბაზი 25 კაცზე მეტს მგონი, არ იტევს... მანდატურებმა სკამები დაამატეს. პატიმრების მშობლები მაინც დარჩნენ გარეთ. ადვოკატებმა კატეგორიულად მოითხოვეს მათი შემოყვანა. „ჩვენ დავდგებით ფეხზე“, _ თქვა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა. ისევ სკამები დაამატეს.
პატიმრების შემოყვანამდე წინა რიგი დაცვის პოლიციის თანამშრომელბით გაივსო. შემოვიდნენ ნიღბიანები და ავტომატიანები, მე-5 განყოფილების პოლიციელები, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები. შეუძლებელი იყო, დაგენახა ადვოკატი ან მოსამართლე... მხოლოდ ნიღბიანი და ავტომატიანი ხალხი ჩანდა... მათ ხელი ჩახმახებზე ედოთ. დარბაზში ხალხი გააფრთხილეს, რომ წესრიგის დაარღვევის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებდნენ.
პატიმრების დარბაზში შემოყვანისას განსასჯელთა ნათესავები ახმაურდნენ. მომრავლდნენ ავტომატიანი, შავებში ჩაცმული კაცებიც.
მოსამართლე გიორგი ქაშაკიშვილმა საქართველოს სახელით ცხრავე განსასჯელი დააპატიმრა (ამ საქმეში დაკავებული კიდევ 2 ეჭვმიტანილი, ვინც დანაშაული აღიარა, საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს). განაჩენის გამოცხადებას მოჰყვა ქალების კივილი... მათ დარბაზიდან გაყვანას მანდატურები ცდილობდნენ. `ამით არ მთავრდება ყველაფერი~, _ სცადა მანდატურმა განსასჯელის ნათესავის დაწყნარება.
„გეშინოდეთ პროკურორებო“, "ეს ბიჭები უდანაშაულოები არიან“, „როგორ გავზარდო ოთხი შვილი“, ერთი ახალგაზრდა გოგო დერეფანში დაეცა. მის მოსულიერებას ცდილობენ. ქალები კივიან, კაცები ტირიან...
როცა ამ საქმის პირველ სასამართლო პროცესს ვაშუქებდი, ერთ-ერთ ადვოკატს ვთხოვე ეთერში სტუმრობა, უარი თქვა, ჟურნალისტებს არ გენდობითო, მიპასუხა. რამდენიმე წუთში თვითონ მოვიდა და მითხრა, `კოლეგებმა მითხრეს, რომ თქვენი გადაცემა (ტვ 25-ის გადაცემა "დიალოგი") არ ყოფილა სუბიექტური და მზად ვარ, მოვიდეო. იყო კიდევაც. განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ისევ შევუთანხმდი, რომ პირდაპირ ეთერში განაჩენის შესახებ ისაუბრებდა. მაგრამ ზუსტად იმ დღეს, როცა ეთერში სტუმრობაზე მეორედ შევუთანხმდი გოჩა საღრიშვილს, მოულოდნელად გარდაიცვალა.
„სამუშაო მაგიდასთან იჯდა და გული გაუსკდა“, _ ასეთი ინფორმაცია მომაწოდეს განსასჯელის ოჯახის წევრებმა. გარდაცვლილი ადვოკატის ცოლს ამ განსასჯელის ოჯახისთვის უთქვამს, 9 თვის განმავლობაში ყოველდღე იმეორებდა, რომ „უდანაშაულო ბიჭები ციხიდან ვერ გამომყავსო“...
არ ვიცი, ვის მივმართო, სამოქალაქო ინიციატივა მაქვს: არ მესმის, რატომაა საჭირო მოსამართლის ინსტიტუტი ამ ქვეყანაში. გამამართლებელი განაჩენი თითქმის არასოდეს გამოაქვთ, ადვოკატების მტკიცებულებებს არ იზიარებენ, ადვოკატები სისხლის სამართლის საქმეებიდან სამოქალაქოში გადაბარგდნენ, ან პოლიტიკაში წავიდნენ. ვინც ჯერ არ წასულა, მაგრამ სამართლებრივ შეფასებას აკეთებს, იმათ „ოპოზიციონერობას“ აბრალებენ.
საბრალდებო დასკვნას კი პროკურორი წერს, პროკურორი ითხოვს, რამდენი უნდა მიესაჯოს კონკრეტულ განსასჯელს და მოსამართლეც ზუსტად იმას აკეთებს.
ჰოდა, იყოს პროკურორი ბრალმდებელიც და განაჩენის გამომტანიც. რეალურად ასეა და რატომ ვხარჯავთ ბიუჯეტის ფულს მოსამართლის ინსტიტუტის შენახვაში.
ჯაშუშობა, ჯაშუშობამ, ჯაშუშობას, ჯაშუშობით... გავიგე, რომ ბრალდება არის ჯაშუშობა, მაგრამ საფუძველი რა არის? ჩიპი, რომელიც ძიების ვერსიით მფრინავებს ამოუღეს? და რა წერია ამ ჩიპზე? _ აი, ამას კი არავინ გეტყვის, რადგან საქმეს გრიფით `საიდუმლო~ ადევს.
სამართლიანია სასამართლოო _ კვლევები ასე ადასტურებს, ხოდა თუ ასეა, მოგვეცით საშუალება, გავაშუქოთ ეს პროცესები, გადავიღოთ, რა ხდება სასამართლო დარბაზში, რას ამბობს პროკურორი, ადვოკატი, რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ და მერე განსაჯოს საზოგადოებამ, არის თუ არა ის კვლევა სანდო, რომლის მიხედვით საქართველოში ადამიანების 80% ენდობა მოსამართლეს.
მომეცით უფლება გავიგო, რა და რატომ ხდება! როგორ ფიქრობთ, ამ ქვეყნად რომელიმე მოქალაქეს სურს ჯაშუში დაუსჯელი დარჩეს?
სამოქალაქო ინიციატივა _ გავაუქმოთ მოსამართლის ინსტიტუტი
Автор: ნათია როყვა на 10:18 Ярлыки: მოსაზრება понедельник, 11 июля 2011 г.ნათია როყვა
გასულ თვეში ევროკავშირის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით ჟურნალისტების და პროკურორების შეხვედრა მოეწყო ბაკურიანში. ამ შეხვედრაზე, სადაც მთავარი პროკურორი _ მურთაზ ზოდელავა, მისი მოადგილე _ დავით საყვარელიძე და კიდევ ის პროკურორები იყვნენ, რომლებიც, ძირითადად, სატელევიზიო კომენტარებს აკეთებენ, ვიკითხე, თუ თბილისში გყავთ ისეთი პროკურორები, რომლებიც ჟურნალისტებთან კომენტარებს აკეთებენ, რატომ არ შეიძლება ასეთი პროკურორები, თუნდაც ერთი ადამიანი, ბათუმშიც იყოს-მეთქი.
მთავარმა პროკურორმა განმიმარტა, რომ აჭარაში პროკურორები ჯერ გადასამზადებელი ჰყავთ (სხვათა შორის, პროკურატურაში, ძირითადად, მოწვეული ადამიანები, ანუ როგორც ლევან ვარშალომიძე იტყოდა, არაადგილობრივი კადრები მუშაობენ): `ლაპარაკი უნდა ვასწავლოთ _ რა არ თქვან, ყველაფრის თქმა არ შეიძლება... კანონი კრძალავს. ადამიანის უფლებების დარღვევაა, მაგალითად, თუ ბრალდებულის სახელი და გვარი გაჟღერდება საზოგადოებაში~.
ამ პასუხზე ვიდეოპატრული გამახსენდა, რომელიც ყოველ საღამოს გადის `რუსთავი 2~-ის ეთერში. მთავარ პროკურორს ვკითხე, ირღვეოდა თუ არა ამ გადაცემით ადამიანის უფლებები. პასუხი დავით საყვარელიძისგან მივიღე _ მიპასუხა, რომ ეს გადაცემა აბსოლუტურად კანონიერია და ადამიანის უფლებები არ ირღვევა.
ჩემთვის მოულოდნელი იყო ორივე პასუხი: როგორ დავიჯერო, რომ პროკურორმა, თანაც ამ რანგის პროკურორმა, არ იცის, რისი თქმაა კანონით შესაძლებელი და რისი არა...
რაზეც ახლა ვწერ, ეს ჩვენი, ჟურნალისტების შიდა სამზარეულო, სამუშაო რეჟიმია და მკითხველს სულაც არ აინტერესებს, რამდენს ვწვალობ ინფორმაციის მოპოვების პროცესში. მკითხველი არც იმაზე ფიქრით იტკივებს თავს, რომ არიან პრივილეგირებული ჟურნალისტები (რომლებსაც ხელი მიუწვდებათ იმ ინფორმაციაზე, რომლებსაც ხელისუფლება ავრცელებს) და ჟურნალისტები, რომლებსაც ოფიციალურ `შეკრებებზე~ არ უშვებენ. და არც ის მგონია, რომ ხალხს დიდად აინტერესებდეს, ვინ მიშლის ამაში ხელს... მაგრამ მე მაინც უნდა ვთქვა.
თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებაში არსებობს ასეთი თანამდებობა _ პრესსამსახურის ხელმძღვანელი. უხეშად ვიტყვი _ ამ ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი საქმე კანონით ის არის, რომ თავის შეფს ჟურნალისტებთან დაუგეგმოს, ვთქვათ, შეხვედრები. გაავრცელოს პრეს-რელიზები.
ეს კანონით.
სინამდვილეში კი პრესსამსახურები, ძირითადად, შეფისკენ მიმავალი გზების გადაკეტვაზე იხარჯებიან. მოკლედ, არ უნდა დაინახოს შეფმა ის ჟურნალისტი, ვისი დანახვაც არ სიამოვნებს. ყველაზე მაგარი ის არის, თუ შეფს არასასურველი ჟურნალისტი თვალს ვერ შეავლებს.
ისე, ზოგჯერ ვერ ვარკვევ, ვინ ვისი უფროსია: პრესსამსახური მინისტრის, მინისტრი პრესსამსახურის თუ კიდევ სხვა უფროსია _ ვინმე მინისტრის მინისტრი... რეკავ სამინისტროში ან საჯარო სამსახურში (სამსახურების დასახელება არაფერს ცვლის) და ითხოვ კონკრეტულ კითხვაზე პასუხს. პრესსამსახურში არც კი ფიქრდებიან და... `იცით რა? ჩემი მინისტრი არაკომპეტენტურია ამ საკითხში, არ მინდა, ამ არაკომპეტენტურ პასუხზე აიგოს მთელი თქვენი სტატია~.
ვუხსნი, რომ ამ კითხვის პასუხი ჩემი სტატიისთვის მხოლოდ ერთი დეტალია. მინდა, რომ ორივე მხარის პოზიცია იყოს დაფიქსირებული... მოკლედ, ცხრა პირი კანი უნდა გაიძრო, რომ პრესსამსახური დააჯერო მისი უფროსის კომენტარის საჭიროებაში. ის, რომ სტატიისთვის კომენტარი გჭირდება, მთავარი არგუმენტი მისთვის არ არის.
დამოუკიდებლად როგორ წყვეტენ პრესსამსახურების უფროსები, რომ მათი უფროსები კომენტარს ვერ გააკეთებენ, არ ვიცი. მგონია, საინტერესო ამბავია, მაგრამ მე ამ საკითხის შესასწავლად არ მცალია...
ბათუმელების ამ ნომრის მე-5 გვერდზე ბათუმის ციხის ფოტო დევს. გასულ კვირას ამ ფოტოს გადაღება მქონდა დაგეგმილი. რომ შეხედავ, თითქოს არაფერია, მაგრამ რედაქტორმა მითხრა, შესაძლოა ამის უფლება არ მოგცენო. მირჩია, ეს საკითხი ვინმესთან წინასწარ შემეთანხმებინა. ბათუმში ციხეების სამინისტროს არ ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელიც ჟურნალისტებთან ითანამშრომლებს. ისეთი მარტივი ამბავი, როგორიც შენობის ფასადის გადაღების უფლებაა, თბილისში უნდა შეათანხმო. სამინისტროში დავრეკე. პრესსამსახურმა მითხრა, რომ ის, რაც კანონით დაშვებულია, ვერავინ ამიკრძალავს, მთავარია, საგუშაგოები არ ჩანდეს. ვიფიქრე, მოდი ამ ამბავს ბათუმის ციხის უფროსს, გიორგი ვეკუასაც შევუთანხმებ-მეთქი, მაგრამ რადგან სამინისტრო ინფორმირებული იყო, ბატონი გიორგი ასეთ უმნიშვნელო დეტალზე აღარ შევაწუხე.
ციხის კარებთან, სავარაუდოდ თანამშრომელმა გამაჩერა (წინ და უკან დადიოდა). ვუთხარი, რასაც ვაპირებდი და ისიც, რომ ეს ამბავი სამინისტროსთან შეთანხმებულია. თუ საჭიროა, ბატონ გიორგისაც დავურეკავ, ფოტოს გადაღება მინდა-მეთქი. მითხრა, რომ ბატონი გიორგი მისი უფროსი არ არის. როგორც ამიხსნა, უფროსი თბილისში ჰყავს. თვითონ გადარეკა და მერე მითხრა _ `გადაიღე~.
უკვე შევეგუე, რომ ინფორმაციის მისაღებად არ უნდა დაურეკო აჭარაში პოლიციას, პროკურატურას და კიდევ ბევრს...
უჰ, ეს ამბავიც, როგორც ხელისუფლებაში იტყოდნენ, რაღაც ოპოზიციური გამომივიდა (`ბათუმელებს~ ხელისუფლებაში სწორედ ასე აფასებენ). არადა, რა უნდა თქვა, მაგალითად, ოპოზიციის პრესცენტრებზე, არ მიშლიან ხელს მუშაობაში და ბალანსისთვის გავაკრიტიკო? ან რანაირად გავაკრიტიკო ოპოზიცია, ვთქვათ, კანონდარღვევით ჩატარებული აუქციონის გამო.
მოკლედ, ბალანსისთვის სხვა ამბავი მაქვს და ამას ყოველგვარი სატირის გარეშე ვამბობ. ვიცნობ პრესსამსახურებს, რომლებიც ყველა ფორმით მეკონტაქტებიან _ ტელეფონით, sms-ით, ინტერნეტით პრესრელიზებს მიგზავნიან. მაგალითად? იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურები. ბათუმის საქალაქო სასამართლო და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო... მაგალითად? ქეთი ტყეშელაშვილი, უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური, ქვას გახეთქავს და თუ დაგპირდა, რომ ინფორმაციას მოგაწვდის, სიტყვას არ გადავა. და ამ საქმეში არც ათ დღეს ითხოვს და არც ოფიციალურ წერილს. დაურეკავ, აუხსნი რაც გინდა და მორჩა. დათქმულ დროს ან თვითონ გირეკავს ან ელექტრონული ფოსტით გწერს.
რა ვქნა, ვერ ვიტან, როცა ყველაფერზე ათ დღეს იძახიან და მერე მწერენ, რომ ჩემს მოთხოვნილ ინფორმაციაზე ვერ მომცემენ...
ნათია როყვა
გასულ თვეში ევროკავშირის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით ჟურნალისტების და პროკურორების შეხვედრა მოეწყო ბაკურიანში. ამ შეხვედრაზე, სადაც მთავარი პროკურორი _ მურთაზ ზოდელავა, მისი მოადგილე _ დავით საყვარელიძე და კიდევ ის პროკურორები იყვნენ, რომლებიც, ძირითადად, სატელევიზიო კომენტარებს აკეთებენ, ვიკითხე, თუ თბილისში გყავთ ისეთი პროკურორები, რომლებიც ჟურნალისტებთან კომენტარებს აკეთებენ, რატომ არ შეიძლება ასეთი პროკურორები, თუნდაც ერთი ადამიანი, ბათუმშიც იყოს-მეთქი.
მთავარმა პროკურორმა განმიმარტა, რომ აჭარაში პროკურორები ჯერ გადასამზადებელი ჰყავთ (სხვათა შორის, პროკურატურაში, ძირითადად, მოწვეული ადამიანები, ანუ როგორც ლევან ვარშალომიძე იტყოდა, არაადგილობრივი კადრები მუშაობენ): `ლაპარაკი უნდა ვასწავლოთ _ რა არ თქვან, ყველაფრის თქმა არ შეიძლება... კანონი კრძალავს. ადამიანის უფლებების დარღვევაა, მაგალითად, თუ ბრალდებულის სახელი და გვარი გაჟღერდება საზოგადოებაში~.
ამ პასუხზე ვიდეოპატრული გამახსენდა, რომელიც ყოველ საღამოს გადის `რუსთავი 2~-ის ეთერში. მთავარ პროკურორს ვკითხე, ირღვეოდა თუ არა ამ გადაცემით ადამიანის უფლებები. პასუხი დავით საყვარელიძისგან მივიღე _ მიპასუხა, რომ ეს გადაცემა აბსოლუტურად კანონიერია და ადამიანის უფლებები არ ირღვევა.
ჩემთვის მოულოდნელი იყო ორივე პასუხი: როგორ დავიჯერო, რომ პროკურორმა, თანაც ამ რანგის პროკურორმა, არ იცის, რისი თქმაა კანონით შესაძლებელი და რისი არა...
რაზეც ახლა ვწერ, ეს ჩვენი, ჟურნალისტების შიდა სამზარეულო, სამუშაო რეჟიმია და მკითხველს სულაც არ აინტერესებს, რამდენს ვწვალობ ინფორმაციის მოპოვების პროცესში. მკითხველი არც იმაზე ფიქრით იტკივებს თავს, რომ არიან პრივილეგირებული ჟურნალისტები (რომლებსაც ხელი მიუწვდებათ იმ ინფორმაციაზე, რომლებსაც ხელისუფლება ავრცელებს) და ჟურნალისტები, რომლებსაც ოფიციალურ `შეკრებებზე~ არ უშვებენ. და არც ის მგონია, რომ ხალხს დიდად აინტერესებდეს, ვინ მიშლის ამაში ხელს... მაგრამ მე მაინც უნდა ვთქვა.
თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებაში არსებობს ასეთი თანამდებობა _ პრესსამსახურის ხელმძღვანელი. უხეშად ვიტყვი _ ამ ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი საქმე კანონით ის არის, რომ თავის შეფს ჟურნალისტებთან დაუგეგმოს, ვთქვათ, შეხვედრები. გაავრცელოს პრეს-რელიზები.
ეს კანონით.
სინამდვილეში კი პრესსამსახურები, ძირითადად, შეფისკენ მიმავალი გზების გადაკეტვაზე იხარჯებიან. მოკლედ, არ უნდა დაინახოს შეფმა ის ჟურნალისტი, ვისი დანახვაც არ სიამოვნებს. ყველაზე მაგარი ის არის, თუ შეფს არასასურველი ჟურნალისტი თვალს ვერ შეავლებს.
ისე, ზოგჯერ ვერ ვარკვევ, ვინ ვისი უფროსია: პრესსამსახური მინისტრის, მინისტრი პრესსამსახურის თუ კიდევ სხვა უფროსია _ ვინმე მინისტრის მინისტრი... რეკავ სამინისტროში ან საჯარო სამსახურში (სამსახურების დასახელება არაფერს ცვლის) და ითხოვ კონკრეტულ კითხვაზე პასუხს. პრესსამსახურში არც კი ფიქრდებიან და... `იცით რა? ჩემი მინისტრი არაკომპეტენტურია ამ საკითხში, არ მინდა, ამ არაკომპეტენტურ პასუხზე აიგოს მთელი თქვენი სტატია~.
ვუხსნი, რომ ამ კითხვის პასუხი ჩემი სტატიისთვის მხოლოდ ერთი დეტალია. მინდა, რომ ორივე მხარის პოზიცია იყოს დაფიქსირებული... მოკლედ, ცხრა პირი კანი უნდა გაიძრო, რომ პრესსამსახური დააჯერო მისი უფროსის კომენტარის საჭიროებაში. ის, რომ სტატიისთვის კომენტარი გჭირდება, მთავარი არგუმენტი მისთვის არ არის.
დამოუკიდებლად როგორ წყვეტენ პრესსამსახურების უფროსები, რომ მათი უფროსები კომენტარს ვერ გააკეთებენ, არ ვიცი. მგონია, საინტერესო ამბავია, მაგრამ მე ამ საკითხის შესასწავლად არ მცალია...
ბათუმელების ამ ნომრის მე-5 გვერდზე ბათუმის ციხის ფოტო დევს. გასულ კვირას ამ ფოტოს გადაღება მქონდა დაგეგმილი. რომ შეხედავ, თითქოს არაფერია, მაგრამ რედაქტორმა მითხრა, შესაძლოა ამის უფლება არ მოგცენო. მირჩია, ეს საკითხი ვინმესთან წინასწარ შემეთანხმებინა. ბათუმში ციხეების სამინისტროს არ ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელიც ჟურნალისტებთან ითანამშრომლებს. ისეთი მარტივი ამბავი, როგორიც შენობის ფასადის გადაღების უფლებაა, თბილისში უნდა შეათანხმო. სამინისტროში დავრეკე. პრესსამსახურმა მითხრა, რომ ის, რაც კანონით დაშვებულია, ვერავინ ამიკრძალავს, მთავარია, საგუშაგოები არ ჩანდეს. ვიფიქრე, მოდი ამ ამბავს ბათუმის ციხის უფროსს, გიორგი ვეკუასაც შევუთანხმებ-მეთქი, მაგრამ რადგან სამინისტრო ინფორმირებული იყო, ბატონი გიორგი ასეთ უმნიშვნელო დეტალზე აღარ შევაწუხე.
ციხის კარებთან, სავარაუდოდ თანამშრომელმა გამაჩერა (წინ და უკან დადიოდა). ვუთხარი, რასაც ვაპირებდი და ისიც, რომ ეს ამბავი სამინისტროსთან შეთანხმებულია. თუ საჭიროა, ბატონ გიორგისაც დავურეკავ, ფოტოს გადაღება მინდა-მეთქი. მითხრა, რომ ბატონი გიორგი მისი უფროსი არ არის. როგორც ამიხსნა, უფროსი თბილისში ჰყავს. თვითონ გადარეკა და მერე მითხრა _ `გადაიღე~.
უკვე შევეგუე, რომ ინფორმაციის მისაღებად არ უნდა დაურეკო აჭარაში პოლიციას, პროკურატურას და კიდევ ბევრს...
უჰ, ეს ამბავიც, როგორც ხელისუფლებაში იტყოდნენ, რაღაც ოპოზიციური გამომივიდა (`ბათუმელებს~ ხელისუფლებაში სწორედ ასე აფასებენ). არადა, რა უნდა თქვა, მაგალითად, ოპოზიციის პრესცენტრებზე, არ მიშლიან ხელს მუშაობაში და ბალანსისთვის გავაკრიტიკო? ან რანაირად გავაკრიტიკო ოპოზიცია, ვთქვათ, კანონდარღვევით ჩატარებული აუქციონის გამო.
მოკლედ, ბალანსისთვის სხვა ამბავი მაქვს და ამას ყოველგვარი სატირის გარეშე ვამბობ. ვიცნობ პრესსამსახურებს, რომლებიც ყველა ფორმით მეკონტაქტებიან _ ტელეფონით, სმს-ით, ინტერნეტით პრესრელიზებს მიგზავნიან. მაგალითად? იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურები. ბათუმის საქალაქო სასამართლო და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო... მაგალითად? ხათუნა იოსავა, მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი. ქვას გახეთქავს და თუ დაგპირდა, რომ ინფორმაციას მოგაწვდის, სიტყვას არ გადავა. და ამ საქმეში არც ათ დღეს ითხოვს და არც ოფიციალურ წერილს. დაურეკავ, აუხსნი რაც გინდა და მორჩა. დათქმულ დროს ან თვითონ გირეკავს ან ელექტრონული ფოსტით გწერს.
რა ვქნა, ვერ ვიტან, როცა ყველაფერზე ათ დღეს იძახიან და მერე მწერენ, რომ ჩემს მოთხოვნილ ინფორმაციაზე ვერ მომცემენ...
``სიმართლე უგემოვნო სარკაზმმა ჩაანაცვლა``
Автор: ნათია როყვა на 00:00 Ярлыки: მოსაზრება среда, 17 февраля 2010 г.მაკა კანდელაკი
იურისტი
...საშინელებაა, როცა საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არის, როცა გამომძიებლის უვიცობით და პროკურორის დაუდევრობით `ქურდობის ფაქტზე~ ბრალს 28 წლის გოგონას წაუყენებენ და როცა მოსამართლე გამოძიების მიერ დაშვებულ შეცდომებზე მიიღებს გადაწყვეტილებას. საშინელებაა სისხლის სამართლებრივ დევნას რომ არ წყვეტენ, რადგან ეშინიათ, ეს გადაწყვეტილება მუშაობაში მინუსად არ ჩაეთვალოთ _ ბალანსი არ დაირღვეს მათ მუშაობასა და სტატისტიკურ მონაცემებს შორის.
ასეთ გარემოებას ადგილი არ ექნებოდა, მოსამართლე ძლიერი რომ იყოს, სიძლიერეში კანონიერებას ვგულისხმობ: მაშინ უფრო მეტ სიფხიზლეს გამოიჩენდა ბრალდების მხარე და არ დაუშვებდა ისეთ შეცდომას, რაც დაუშვეს 28 წლის გოგონას მიმართ.
მე არ დავასახელებ განსასჯელის ვინაობას, მაგრამ რა უნდა დაერქვას ისეთ სასამართლო გამოძიებას, როდესაც მტკიცებულება არ არის საქმეში, რომელიც ამხელს 28 წლის გოგონას დანაშაულს. რა უნდა დაერქვას ისეთ ქმედებას, როცა სასამართლო გამოძიების დამთავრებიდან კამათს ერთი წლით გადადებენ. რა უნდა დაერქვას იმ ქმედებას, როცა საპროცესო გარიგება მტკიცდება ბრალუუნარიანობის (განსასჯელი არ აღიარებს დანაშაულს) და ჯარიმის, პირობითი სასჯელის გარეშე.
ამას სახელი არა აქვს. და ვერც წერა-კითხვით გაიგებ რამეს, რადგან ის სიბნელე შეგიშლის ხელს, რომელშიც დღევანდელი მართლმსაჯულება იმყოფება. ასეთმა ფაქტებმა მიიღო სისტემატური სახე, ანუ 28 წლის გოგონა იძულებული გახდა საპროცესო გარიგებას დასთანხმებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მისთვის ეს დანაშაული არც დაუმტკიცებიათ. მე ვარ ადვოკატი, მაგრამ ასევე ვარ პიროვნება და გამაჩნია ღირსება. რადგანაც დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესი ჩემზე მაღლა დგას, მე ვერ ჩავერევი მის გადაწყვეტილებაში. ამიტომ ვთხოვე ჩემს კოლეგას, წასულიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე...
ეს გოგონა საპროცესო შეთანხმებას რომ არ დასთანხმებოდა, პატიმრობაში უნდა გაეტარებინა მინიმუმ სამი თვე, ვიდრე ზემდგომ ინსტანციებში გავასაჩივრებდით გადაწყვეტილებას. ეს კი ოჯახმა არ ისურვა, ახალგაზრდა გოგონას შეეშინდა...
მე, როგორც ადვოკატი, მომხრე ვარ, საპროცესო შეთანხმების, რომლის პირობაც ითვალისწინებს განსასჯელის სასჯელის შემსუბუქებას. საპროცესო შეთანხმება არის გარიგება, რომლის დროს მხარეები გამოხატავენ თავიანთ ნებას, რომ შედგეს გარიგება. ეს გარიგება კეთილსინდისიერების პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს.
მაგრამ საპროცესო შეთანხმება იქცა მთავარ ფუნქციად სასამართლო პრაქტიკისთვის. ვფიქრობ, მოსამართლემ დაკარგა დამოუკიდებლობა. განსასჯელს არ უტოვებ არჩევანის უფლებას და პროკურორი დომინანტია ამ გარიგებაში. მოსამართლე კი სვლას ვერ აკეთებს, რადგან მას არა აქვს სიმართლის ცოდნის სურვილი.
იქნებ ზოგიერთმა ჩემი ეს ნაწერი ემოციურობას მიაწეროს, რადგანაც განსასჯელი 28 წლის გოგონაა, რადგანაც ადვოკატებს ჭეშმარიტების მიღწევის ყოველგვარი საშუალება წაგვერთვა. გამოძიება და სასამართლო დაემსგავსა უგემოვნო სპექტაკლს... მაგრამ უკან მოხედვის რომ არ შეგვრცხვეს, ყველამ გულში ჩავიხედოთ და ნუ ვაიძულებთ ჩვენ შვილებს, ჩვენი განვლილი ცხოვრების მოსამართლებლად იქცნენ.
28 წლის გოგონას, რომელიც პროფესიით პედაგოგია, რომელიც სოფლის მკვიდრია, რომელიც სარგებლობდა კარგი რეპუტაციით, ცილი იმ `დაზარალებულმა~ დასწამა, რომელმაც სტუმრად მიიღო გოგონა და შემდგომ ქურდობა დააბრალა. ამ ქურდობაზე გამოძიებას არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება ბრალდებულის მიმართ. ეს ბრალდება წინასწარი გამოძიება-ვარაუდზე იყო დამყარებული.
და შედეგად რა მივიღეთ, ვერ შევძელით ის, რომ სიმართლეს ეზეიმა.
ეს გოგონა მართალია! დომინანტებო _ გამომძიებელო და მოსამართლევ, თქვენ მართლები ხართ?
კარგია თუ ცუდი არ ვიცი, მაგრამ მივეჩვიე იმას, რომ ``ბათუმელებს`` მთავრობის არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე, სხდომაზე არ გვეპატიჟებიან _ ეს ბევრჯერ გვითქვამს, ახალს არაფერს ვამბობ...
``კარებიდან თუ არ გიშვებენ, ფანჯრიდან უნდა შეხვიდე``, _ ხშირად მიმეორებენ რედაქტორები, ტრენერები. მაგრამ როცა არც კარებია, არც ფანჯრები და ღია ცის ქვეშ ფოტოს გადაღების უფლებას არ გაძლევენ, როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი, ჯერ არავის უსწავლებია ჩემთვის.
31 დეკემბერს ბათუმში დაგეგმილ კონცერტზე ფოტოების გადაღება გადავწყვიტე; აკრედიტაციისთვის აჭარის მთავრობას მივმართე და შესაბამისი დოკუმენტი მივიღე კიდეც. ფოტოების გადასაღებად ერას მოედანზე ახალ წლამდე ერთი საათით ადრე გავედი.
``პრესა არ დაიშვება`` _ მითხრა პრეზიდენტის დაცვის ერთმა თანამშრომელმა. თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება და რატომ არ დავიშვები-მეთქი, ვკითხე: ``სახელს და გვარს რა მნიშვნელობა აქვს, ეს ბრძანებაა``, _ მითხრა დაცვის სხვა თანამშრომელმა. მესამემ ამიხსნა, რომ ექსკლუზივი ტელეკომპანია ``იმედს`` ჰქონდა, ანუ ვიდეო და ფოტო გადაღება მხოლოდ ``იმედის`` ჟურნალისტებს შეეძლოთ.
პრეზიდენტის დაცვის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, როცა ჩემს აკრედიტაციის ფურცელს დახედა, მირჩია, აჭარის მთავრობისთვის მიმემართა. დავრეკე თეა ქარდავასთან, მასთან, ვინც აკრედიტაცია მომცა. ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურს ვუთხარი, რომ ფოტოების გადაღების უფლებას არ მაძლევდნენ. ``სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებით, ჩვენ არ ვწყვეტთ, რომელი მედია დაიშვება კონცერტზე და რომელი _ არა``, _ დამდეგი ახალი წელი მივულოცე და საუბარი დავასრულე.
კითხვა _ თუ აჭარის მთავრობა არ წყვეტს, რომელი ჟურნალისტი დაესწრება კონცერტს, მაშინ რატომ არიგებენ აკრედიტაციას? ღია ცის ქვეშ, შორიდან ხომ ფოტოს გადაღება კი არადა და მოსმენაც შეუძლებელია (მით უფრო საახალწლო ბათქა_ბუთქის ფონზე).
იქ, სადაც სურათების გადაღების უფლება მე არ მომცეს, აჭარის ტელევიზიის, `მზის~ და `რუსთავი 2~_ის ჟურნალისტები მუშაობდნენ. უფრო კონკრეტულად _ ამ სამი ტელევიზიის მიკროფონი და რამდენიმე ჟურნალისტი ვიცანი.
გადავწყვიტე სახლის სახურავიდან გადამეღო რამდენიმე კადრი, მაგრამ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა კორპუსში ასვლის უფლებაც არ მომცეს.
`არ შიძლება და მორჩა. კითხვებს ნუ სვამ, მერე რა რომ ჟურნალისტი ხარ. არ შეიძლება გადაღება~... ერთმა აგრესიულად, მეორემ ბოდიშის მოხდით მთხოვა იქაურობის დატოვება.
წამოვედი.
კითხვის დასმის უფლება ყველა ჟურნალისტს რომ არ აქვს, ეს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა მაშინაც გამიმეორეს, როცა მიხეილ სააკაშვილი პედაგოგებს ხვდებოდა ბათუმში, მესამე საჯარო სკოლაში.
ათამდე ვიდეოკამერა და ათზე მეტი ჟურნალისტი დამხვდა სკოლასთან, 12 იანვარს. გადაკეტილი იყო ქუჩები, ხშირად მოძრაობდა პატრული და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები ავტომატებით მანქანებში ისხდნენ.
``შეხვედრა დახურულია`` _ შესასვლელთან მითხრეს დაცვის თანამშრომლებმა.
ერთმა კოლეგამ მასწავლებლობა დაიბრალა. ამ შეხვედრაზე დასწრება სჭირდებოდა; ``სიაში ხართ?`` _ ჰკითხა მას ადამიანმა, რომელმაც ჯიბიდან თაბახის ფურცელზე ჩამოწერილი დამსწრეების სია ამოიღო;
`მხოლოდ ის პედაგოგები შევლენ, ვინც სიაში არიან~ _ განუმარტეს მას.
ბუნებრივია, ყველა პედაგოგს ვერ დაიტევდა დარბაზი, მაგრამ ერთი რამ საინტერესოა, რა ნიშნით არჩევენ პედაგოგებს ასეთი შეხვედრებისთვის? ლოტოტრონით? პროფესიული თვალსაზრისით? თუ...
პრეზიდენტის ესკორტი რომ მოვიდა, მხოლოდ ჩვენ _ ``ბათუმელები``, ``ტვ 25``, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი და რამდენიმე ოპერატორი ვიყავით გარეთ. პირდაპირი ეთერია და უყურეთ ტელევიზორში _ დამარიგა პრეზიდენტის დაცვამ.
რედაქციაში დავბრუნდი და ტელევიზორი ჩავრთე. `იმედზე~ პირდაპირი ეთერით მართლა გადაიცემოდა;
ზუსტად 40 წუთის განმავლობაში ლაპარაკობდა პერზიდენტი პედაგოგებთან. მე მხოლოდ 20 წუთს მოვუსმინე;
ტელევიზორი მაშინ ჩავრთე, როცა პრეზიდენტი ამბობდა, რომ ბავშვები ფულს არ უნდა ატარებდნენ, ამიტომაც სავალდებულოა ყველა მოსწავლეს პლასტიკური ბარათი ჰქონდეს. გაიხსენა ის პერიოდი, როცა თავად იუსტიციის მინისტრი იყო და ბავშვები ექსკურსიაზე დაჰყავდა ციხეებში. მისი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ, როგორია ციხე, საპატიმროში ყოფნა...
პრეზიდენტმა ბევრ რამეზე ისაუბრა მასწავლებლებთან, 31 დეკემბერს გამართული კონცერტი და `მსოფლიო კლასის~ ვარსკვლავებიც გაიხსენა. მერე კი თქვა, რომ ატესტატის ასაღებად მოსწავლემ ათი გამოცდა მაინც უნდა ჩააბაროს...
`ბავშვებს კრიტიკული აზროვნება უნდა ჰქონდეთ; ყველაფერი ეჭვქვეშ უნდა დააყენონ _ რაც დღეს ვთქვი, ესეც უნდა დააყენონ ეჭვქვეშ და ხანდახან ისიც ჯანსაღად ეჭვქვეშ უნდა დააყენონ, რასაც მასწავლებელი მათ ეტყვის, მაგრამ ის კი არა, რომ აუჯანყდნენ~, _ თქვა პრეზიდენტმა პედაგოგებთან შეხვედრისას.
``განათლებულობაშია საქართველოს მომავალი, მისურვეთ წარმატება მე, გისურვებთ წარმატებებს``, _ ასე დასრულდა ``რუსთავი 2``-ის საინფორმაციო გამოშვება. პრეზიდენტის ბათუმში ვიზიტს ეს არხი გადასცემდა პირდაპირ ეთერში.
თითქოს არაფერია, არა? რა შეიძლება გამეკეთებინა ამ შეხვედრაზე ისეთი, რომ მე და ჩემნაირი ჟურნალისტები იქ არ შეგვიშვეს. მართალია, გამიჩნდებოდა კითხვები, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ პრეზიდენტს ვერაფერსაც ვერ ვკითხავდი. მასთან მიახლოება მარტივი სულაც არ არის. მაშინ რა? პრინციპში ვხვდები _ ადამიანების, მათ შორის ჟურნალისტების, რაღაც ნიშნით დაყოფას ერთი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს _ ჩვენიანები და სხვები.