ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე _ მერაბ კოზმავა 6 მაისს ქრთამის აღების ფაქტზე სამართალდამცავებმა სასამართლოს შენობაში დააკავეს.
`დაგიდასტურებთ ბატონ მერაბ კოზმავას დაკავების ფაქტს. რაც შეეხება ქრთამის აღებას, ამას გამოძიება დაადგენს. ჩემთვის ასევე უცნობია ადვოკატის ვინაობა~, _ განაცხადა `ბათუმელებთან~ ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარემ _ შაქრო აბუსელიძემ.
როგორც `ბათუმელებისთვის~ არაოფიციალური წყაროსგან გახდა ცნობილი, მოსამართლეს სამი ათასი დოლარის ქრთამის აღება ედება ბრალად. არაოფიციალური ვერსიით, თანხა მერაბ კოზმავას გადასცა ადვოკატმა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.
ბათუმში მოსამართლე მერაბ კოზმავა დააკავეს
Автор: ნათია როყვა на 02:19 Ярлыки: სამართალი четверг, 7 мая 2009 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
7 коммент.:
ესღა დამრჩენია გითხრათ,გააჩერეთ დედამიწა,ჩავდიავარ////
ის იყო ერთერთი ობიექტური მოსამართლე,გინახავთ ვინმე ვისაც ფეხი გამოსდეს და არ წაქცეულა,ამ ამბავს დასასრულიც მსგავსი ექნება."საცოდავი ქვეყნის საცოდავი შვილები"ღმერთი ფარავდეს
კარგით რა ხალხო, კარგით,არცერთიადვოკატი არ ჩადის ასეთ მოქმედებას,ჩემის ჩათვლით ყველამ კარგად ვიცოდით, რომ კოზმავა მექრთამე არ იყო,მიხარია კიდევ არსებობენ ადამიანები ვისაც ამ ზღაპრების არ ჯერათ.ჩვენ ადვიკატები ყველა შენ გვედით ვართ,სანთელ–საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს
ქალბატონო ნათია, მიხარია ტქვენი ობიექტური გამოქვეყნებული სტატიებისთვის, დარწმუნებული ვართ არც ადვოკატი და არც ახლობელი არ არსებობს ამ საქმეში,უბრალოდ ძალიან ძნელი დასაჯერებელია ასეტი პატიოსანი, ერტგული , სამართლიანი კაცი ცოდვის კიტხვაა ციხეში იჯდეს,და არამზადები გარეთ დადიოდნენ.........
არ შეგიდზლიათ,როგორც ჟურნალისტმა ამ საქმის გამკეთებელი პიროვნება გამოაშკარავოთ,ვიცოდეთ ვინ არიან ასეთი გველები ვინც 4 შვილის მამას ასე იმეტებს, ცხოვრებას უმწარებს ხალხს,ის ხვალ ჩვენთაგანს იგივეს გაუკეთებს.ხალხო თავს უშველეთ ბათუმში ღალატია,წყევლა დადის,ნეტა ვისთან მიდის ახლა?
აუცილებლად ვიმუშავებ ამ თემაზე...
გპირდებით,
პატივისცემით,
ნათია
რა სისულელეა, რომელ ობიექტურობაზე მელაპარაკებით, სად არის აქ ობიექტურად დაწერილი სტატია, როგორ მეცოდებით თქვენ ჟურნალისტებმა სიმართლის წერა მაინც იცოდეთ,იქექებით ვითომ სიმართლის ძებნით ხართ დაკავებული,ბოლოს თქვენი სტატიები სასაცილოა. სუსტი ხარ რა, "მაგრამ ვერიქმნ თორნიკობას, თუმც მის ადგილს სულელიო" რას იზამ??????????
Отправить комментарий